ვინ იჯდა ქართული სახელმწიფოს მეთაურებიდან ციხეში მიხეილ სააკაშვილამდე – იცოდე შენი ისტორია

0
741

მიხეილ სააკაშვილი მეორეა, ვინც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურებიდან ციხეში აღმოჩნდა. სახელმწიფოს მეთაურის დაპატიმრებაზე 2021 წელს “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი წავიდნენ, 1615 წელს კი ეს შაჰ აბას პირველმა გააკეთა, რომელმაც ქართლის მეფე ლუარსაბ მეორე დააპატიმრა, ირანში წაიყვანა შირაზის ციხეში დაამწყვდია.

1612 წელს ლუარსაბ II და, ხორეშანი ცოლად შეირთო კახეთის მეფემ თეიმურაზ I-მა ამით ქართლსა და კახეთს შორის შეიკრა კავშირი, რომლის მიზანი იყო ერთობლივი ბრძოლა ირანის მოსალოდნელი აგრესიის წინააღმდეგ. 1614 წლის დასაწყისში, შაჰ აბას I-ის შემოსევის დროს, ლუარსაბ II იმერეთში გადავიდა და სხვა ქართველ მეფეებთან ერთად ოსმალეთს სთხოვა დახმარება ირანის წინააღმდეგ. 1614 წლის ოქტომბერში ლუარსაბ II შადიმან ბარათაშვილის მეცადინეობით ქართლში დაბრუნდა და შაჰთან მივიდა, რათა ქართლი აოხრებისაგან ეხსნა.

შაჰ აბას პირველმა ქართლის მეფე ლუარსაბ II ირანში წაიყვანა და ციხეში დაამწყვდია, რადგან მან გამაჰმადიანებაზე უარი თქვა. ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა თხოვნით ლუარსაბ II-ის გასათავისუფლებლად შაჰთან იშუამდგომლა რუსეთის ხელმწიფემ, მაგრამ უშედეგოდ. ლუარსაბ II, შაჰის ბრძანებით შირაზის ციხეში საბლით მოაშთვეს. იგი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

კიდევ ერთი მეფე, რომელიც საპყრობილეში ჩასვეს, თეიმურაზ პირველი იყო. 1660 წლის შუა ხანებში თეიმურაზი ირანში გაემგზავრა, 1661 წელს კი ბერად აღიკვეცა. თეიმურაზის ჩასვლა ირანის შაჰს დიდად ესიამოვნა და ცდილობდა დაერწმუნებინა იგი, რომ, თუ ერეკლე ბატონიშვილი ეახლებოდა და ირანის ყმობას აღიარებდა, მას კახეთს მისცემდა. ერეკლე ამ დროს თუშეთში იმყოფებოდა და ირანის წინააღმდეგ ხალხს რაზმავდა. თეიმურაზმა იშუამდგომლა, შაჰ-აბას II-მ ხელთ იგდო თეიმურაზის წერილი ერეკლესადმი, მაგრამ ერეკლე მას არ ეახლა. ამ ამბავმა შაჰი განარისხა, მან პირადი შეურაცხყოფა მიაყენა შემონაზვნებულ მეფეს, მარხვაში სახსნილოს ჭამა მოსთხოვა და, როცა წინააღმდეგობას წააწყდა, სახეში ღვინო შეასხა, შემდეგ კი ასტრაბადის ციხეში გამოამწყვდია, სადაც 1663 წელს გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და ალავერდის მონასტერში დაკრძალეს.

ეს, რაც შეეხებოდა შუასაუკუნეების ქართველ მეფეებს. აქვე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი, ქართლის მეფე სიმონ I, რომელიც ციხეში ოსმალებმა ჩასვეს და იქვე გარდაიცვალა.

აქვე შეგახსენებთ,  საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოსული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თბილისში დააკავეს და რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მან შიმშილობა გამოაცხადა და უგონოდ ყოფნის შემთხვევაში ექიმებს აუკრძალა სამედიცინო ჩარევა.

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს და უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზეც უარს ამბობს

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მისმა ერთერთმა ადვოკატმა და “მთავარი არხის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა:

“ან მივიღებთ სამართლიანობას, ან გარდაცვლილ მესამე პრეზიდენტს” – ნიკა გვარამია

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებიდან ცოტა ხნის შემდეგ დააპატიმრეს ელგუჯა ცომაია – ტრაილერის მძღოლი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს საქართველოში შემოსვლაში დაეხმარა და თბილისში თავისი ბინა დაუთმო.

ვინ არის, რას ედავებიან, რა სასჯელი ელის ელგუჯა ცომაიას, ვინც მესამე პრეზიდენტს ბინა დაუთმო

5 ოქტომბერს ვირუსულად გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ მიხეილ სააკაშვილს ბინაში, რომელიც მას ელგუჯა ცომაიამ დაუთმო:

“ერთხელ უკვე დამადეს [ბორკილები] უკრაინაში” – როგორ დააკავეს მიხეილ სააკაშვილი ბინაში (ვიდეო)

ასევე, დააკავეს მამა-შვილი ზურაბ და შაკო წოწორიები, რომლებიც ფოთის პორტის ტერმინალში, რიგითი თანამშრომლები იყვნენ და პროკურატურის ბრალდების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში ჩაიყვანეს.

ვინ არიან მამა-შვილი წოწორიები, ვინც მესამე პრეზიდენტი სამეგრელოში ჩაიყვანა

4 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ნებართვა აღარ გაიცემა დეპუტატებზე, ხოლო თავად მესამე პრეზიდენტს შეეზღუდა სატელეფონო ზარების უფლება.

მიხეილ სააკაშვილს ტელეფონზე წვდომა შეუზღუდეს, დეპუტატებს კი მასთან შეხვედრა აუკრძალეს

ამავე დროს, ხელისუფლება უარს აცხადებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვაზე და ამბობს, რომ ამ პროცესს, მინიმუმ, 10 ნოემბრამდე არ დაიწყებს. მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან უკვე ჩატარდა საპროტყესტო აქციები, დაანონსდა ხალხმრავალი აქცია დედაქალაქში და სხვადასხვა რეგიონში.

“მესმის თქვენი ხმა საკანში” – მიხეილ სააკაშვილი ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს

გენერალმა გოგი თათუხაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები სტრასბურგში დაანონსა.

გენერალი გოგი თათუხაშვილი სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს აანონსებს

წინა სტატიასაოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა – შემთხვევა დედოფლისწყაროში
შემდეგი სტატიაცენტრალურ აფრიკაში სამი დაქირავებული რუსი სამხედრო ინსტრუქტორი მოკლეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური