მთავარისიახლეებიპოლიტიკაგენერალი გოგი თათუხაშვილი სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს აანონსებს

გენერალი გოგი თათუხაშვილი სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს აანონსებს

Published on

გენერალი გოგი თათუხაშვილი სტრასბურგის ევროპარლამენტთან და ევროსასამართლოს შენობასთან პერმანენტული საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებს. ის “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ ამ აქციებისთვის ნებართვის მისაღებად, საჭიროა განაცხადი პრეფექტურაში, სადაც აქციის ფორმულარში აუცილებელია მონაწილეთა რაოდენობის მითითება.
“ყველას, ყველას, ყველას!
მოგმართავთ ძირითადად, ევროპულ ემიგრაციას!
ჩვენი პირველი პრეზიდენტი მოტყუებით ჩამოვიყვანეთ, მივატოვეთ, ბოლოს კი გავწირეთ!
მესამე პრეზიდენტიც დაპატიმრებულია და მისი სიცოცხლე საფრთხეშია…
ვფიქრობ, სიშორის გამო არაფერი მეშლება…
წინადადება მაქვს პირადი წყენები, გემოვნება გვერდზე გადავდოთ და შევეცადოთ გავაკეთოთ რაც შეგვიძლია-გავმართოთ ჯერ ერთ დღიანი, შემდეგ პერმანენტული აქცია-მანიფესტაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად სტრასბურგის ევროპარლამენტთან და ევროსასამართლოსთან, რომ დაჩქარდეს პროცესი.
მსგავსი ღონისძიების ჩასატარებლად, აუცილებელია ადგილობრივი პრეფექტურის ნებართვა, სადაც ფორმულარში უნდა მივუთითოთ აქციაში მონაწილეთა რაოდენობა. ამიტომაც, ვინც შესძლებთ მონაწილეობას ზემოთაღნიშნულ ღონისძიებაში, გთხოვთ, შემატყობიოთ პირადად, ან აღნიშნოთ კომენტარებში .
ნებართვის მიღებისთანავე გაცნობებთ თარიღს, დროს, ზუსტ ლოკაციას”, – წერს გენერალი თათუხაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოსული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თბილისში დააკავეს და რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მან შიმშილობა გამოაცხადა და უგონოდ ყოფნის შემთხვევაში ექიმებს აუკრძალა სამედიცინო ჩარევა. საქართველოს პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ნებართვა აღარ გაიცემა დეპუტატებზე, ხოლო თავად მესამე პრეზიდენტს შეეზღუდა სატელეფონო ზარების უფლება. ამავე დროს, ხელისუფლება უარს აცხადებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვაზე და ამბობს, რომ ამ პროცესს, მინიმუმ, 10 ნოემბრამდე არ დაიწყებს.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...