მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს და უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზეც უარს ამბობს

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს და უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზეც უარს ამბობს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს და უარს ამბობს სამედიცინო ჩარევაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ გონებას დაკარგავს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა და მთავარი არხის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელიც საკანში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. სწორედ ნიკა გვარამიას გადასცა წერილი მესამე პრეზიდენტმა.

“მე მინდა, საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ, დავბრუნდი საქართველოში, რათა დავხმარებოდი ჩვენს ხალხს თავისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა დამაკავა. მე ვრჩები თავისუფალ ადამიანად გისოსებს მიღმაც. როგორც ალბათ იცით, მე გამოვაცხადე შიმშილობა და მინდა იცოდეთ, რომ არ შევწყვეტ ამას არცერთ შემთხვევაში სანამ მე და ჩემს გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში.

თუ ჩემი არსებობით მეტს ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც და ზუსტად ვიცი, რაზეც მივდივარ. არ მსურდა, გული მეტკინა ჩემი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის, თუმცა, უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე ჩემს უგონო მდგომარეობის შემთხვევაში, რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევაზე. ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად, არამედ პირიქით, თქვენს გასააქტიურებლად. ძალიან მიყვარხართ ყველანი”, – ნათქვამია წერილში, რომელიც საზოგადოებას ნიკა გვარამიამ გააცნო.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...