მთავარისიახლეებიდამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად - ხაზარაძე არჩევნებზე

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

Published on

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას მიესალმება. პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი ხაზარაძე წერს, რომ თვითმმართველობის არჩევნები დამატებითი ბრძოლის ველია.

“მივესალმები ლელო-ძლიერი საქართველოსა და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას.

3 თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე არ დავტოვოთ და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ ქართულმა ოცნებამ ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა უპრობლემოდ დაისაკუთროს, რადგან სწორედ ეს იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საყრდენი და პლაცდარმი საბოლოო გამარჯვებისთვის.

ქართველ ხალხს ხელიდან ბერკეტი არ უნდა გამოვაცალოთ – ბოიკოტი კი სწორედ ქართული ოცნების, ანუ რუსული ძალის ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე. ამის გაკეთება არ შეიძლება. ხალხს და განსაკუთრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს სჭირდება დაცვა ყველა დონეზე – ეს დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად.

ჩვენი მიზანი უცვლელია – ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ამ სულისკვეთებით გაფორმდა ეს მემორანდუმი, რომლის მიზანიც ერთია – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არცერთ ადგილას რუსული ძალა ბრძოლის გარეშე არ უნდა დავტოვოთ.

ჩვენ, ლელო-ძლიერი საქართველო ყოველთვის ვიყავით ერთობის ინიციატორები. დღეს, როდესაც ქვეყანას რუსული პოლიტიკა სრულიად იპყრობს, ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ერთობლივ ბრძოლაზე. ეს მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია. მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში. ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის გამარჯვების – ერთად ბრძოლით ეს გარდაუვალია”. – წერს ხაზარაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

პარტიამ გახარია – საქართველოსთვის და ლელო-ძლიერი საქართველომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

გახარია-საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მემორანდუმი ერთად ბრძოლას გულისხმობს, რაც ნიშნავს, რომ შეეცდებიან შეთანხმდნენ მერობის არაპარტიულ, საერთო კანდიდატებზე.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...