მთავარისიახლეებიდათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი

დათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი

Published on

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის წარმომადგენლებმა 27 ივნისს საპატიმროში ნინო დათაშვილი მოინახულეს, რის შემდეგაც “რეაგირების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს” მიმართეს.

“2025 წლის 27 ივნისს, 11 და 16 ივლისს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ნინო დათაშვილი მოინახულეს.

შეხვედრისას ნინო დათაშვილმა რწმუნებულებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, რის შესახებაც, სახალხო დამცველის აპარატმა, რეაგირების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს მიმართა.

აღსანიშნავია, რომ ნინო დათაშვილმა სახალხო დამცველის რწმუნებულებს 11 ივლისს მოსთხოვა, მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია არ გამხდარიყო საჯარო. შესაბამისად, აპარატს არ გაუსაჯაროებია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს ბრალდებულის უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობას და ყველა ზომას მიიღებს, რათა დაიცვას მისი უფლებები კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში”. – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 21 ივნისს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, დათაშვილს გადაადგილება უჭირს, რის გამოც კვლევებისთვის მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...