მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ არიან მამა-შვილი წოწორიები, ვინც მესამე პრეზიდენტი სამეგრელოში ჩაიყვანა

ვინ არიან მამა-შვილი წოწორიები, ვინც მესამე პრეზიდენტი სამეგრელოში ჩაიყვანა

Published on

პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის მუხლით დაკავებულ ორ პირს – შალვა და ზურაბ წოწორიებს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იძებნებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, ის ავტომობილით სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს.

“გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს.

აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ე.ც.-ს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ მისამართზე მოხდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკავება”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირი, მამა – შვილი ზურაბ და შალვა წოწორიები, ფოთის პორტის ტერმინალის რიგითი თანამშრომლები არიან.

ზურაბ წოწორიას მეუღლე, ვერიკო წოწორია ამბობს, რომ სამართალდამცავები დილის ოთხ საათზე მივიდნენ მათთან სახლში.

დაკავებულის ოჯახი მიხეილ სააკაშვილთან კავშირს გამორიცხავს. მათი ვარაუდით, ეს ელგუჯა ცომაიასთან ნათესაურ კავშირს უკავშირდება, რომლის სახლშიც დააკავეს ყოფილი პრეზიდენტი.

„დილის 4 საათზე შემოვიდნენ სამართალდამცველები. გაგვიკვირდა, ვიფიქრე არანაირი ბიზნესი არ მაქვს და ფინანსურ პოლიციას რა უნდა-თქო. შალვა წოწორია იკითხეს, მანქანის მონაცემები ჩაიწერეს და გვითხრეს, რომ მანქანა უნდა წაეყვანათ და თქვენც უნდა წამოხვიდეთო. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, გაემზადე და შენც გაყევი მეთქი. წაიყვანეს და მას შემდეგ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა რამდენიმე საათი. მოგვიანებით შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ არ შემშინებოდა. მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ თბილისში გადაჰყავდათ დასაკითხად. ამის შედეგ მოვიდნენ სახლის გასაჩხრეკად. მაშინ მითხრეს, თქვენი შვილი და ქმარი დანაშაულის დაფარვისთვის დააკავესო. რომ მითხრეს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა, გავოგნდი. ჩვენ ნათესაური კავშირი გვაქვს ცომაიებთან და ალბათ, ამას უკავშირდება. ელგუჯა ცომაია ბავშვის ნათლია არის. იმედია მალე გაირკვევა ყველაფერი,“- განაცხადა ვერიკო წოწორიამ.

საქართველოში შემოსული მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს ერთერთ სოფელშიც იმყოფებოდა

სიახლეები

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...

24 დაღუპული, მათ შორის სამი ბავშვი – კიევში გლოვის დღეა

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა - დაღუპულებს...