მთავარისიახლეებიშსს-მ 3 პირი იარაღის უკანონო ტარების, წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ჩვენებისთვის დააკავა

შსს-მ 3 პირი იარაღის უკანონო ტარების, წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ჩვენებისთვის დააკავა

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე სამი პირი: წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის იარაღის უკანონო ტარებისთვის ნასამართლევი 1988 წელს დაბადებული დ.ჯ., ასევე, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ი.ვ. და 1995 წელს დაბადებული ლ.დ. დააკავეს.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა პატრულირებისას შენიშნეს, რომ დ.ჯ. თან ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რის საფუძველზეც შესაბამის სამართლებრივ ზომებს მიმართეს. დ.ჯ.- ს ჩხრეკისას მისმა თანმხლებმა პირმა ი.ვ.- მ პატრულ-ინსპექტორებს წინააღმდეგობა გაუწია. სამართალდამცველებმა იარაღი, ვაზნებითა და მჭიდით, რომელსაც დ.ჯ. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულმა ლ.დ. -მ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სამართალდამცველებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა” – წერია შსს-ს განცხადბაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 353-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...