მთავარისიახლეებიეკონომიკაორი წიგნი წაიკითხა თათარიახნად, ორ კვირაში - გია ხუხაშვილი ENKA-ს დირექტორზე

ორი წიგნი წაიკითხა თათარიახნად, ორ კვირაში – გია ხუხაშვილი ENKA-ს დირექტორზე

Published on

ENKA-ს დღევანდელმა დირექტორმა გუშინ გაიგო, ენერგეტიკა რა არის, კაცო, რა პროფესიონალიზმზე მელაპარაკებით, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა და ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში “დღის სტუმრის” წამყვანის რეპლიკას იმის თაობაზე, რომ ხეობის მცველების პროტესტის პროცესში კომპანია ENKA-ს ჩართვა დადებითი ფაქტია.

“რა პროფესიონალიზმზე მელაპარაკებით, კაცმა ორი წიგნი წაიკითხა თათარიახნად, ორ კვირაში, სულ სხვა სფეროდან მოიყვანეს”, – აღნიშნა გადაცემაში პირდაპირი ჩართვის დროს გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, კომპანია “ენკამ” მზადყოფნა გამოთქვა შეხვდეს ნამოხვანჰესის მშენებლობის დეტალებით დაინტერესებულ მხარეებს, რათა პრობლემა მოლაპარაკების მაგიდასთან მოგვარდეს და არა ქუჩაში.

ასევე შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, რიონის ხეობის მცველებმა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია დააანონსეს, ხოლო საზოგადოებას მოუწოდეს, რომ “მოვიდნენ ჩვენთან და არა იმ აღლუმზე (ვარლამ გოლეთიანი)”.

აქვე გეტყვით, რომ 24 მაისს რიონის ხეობის მცველები თბილისის პარალიზებით იმუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ ე.წ. მშრალი ხიდის მიმართულებით და უკან მსვლელობას დასჯერდნენ.

ამავე დროს, რუსეთიდან ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე საგანგებოდ ჩამოსულმა ბიზნესმენმა ილია ძოწენიძემ განაცხადა, რომ ვარლამ გოლეთიანმა უთხრა იმის შესახებ, რომ “ბევრი ხალხი არაფერში სჭირდება”.

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...