მთავარისიახლეებისაზოგადოებაგოლეთიანმა მითხრა, ბევრი ხალხი არაფერში მჭირდებაო - რუსეთიდან აქციის გამო ჩამოსული ბიზნესმენი

გოლეთიანმა მითხრა, ბევრი ხალხი არაფერში მჭირდებაო – რუსეთიდან აქციის გამო ჩამოსული ბიზნესმენი

Published on

რუსეთში მოღვაწე, ქართული წარმომავლობის ბიზნესმენი ილია ძოწენიძე ადასტურებს, რომ რუსეთიდან საგანგებოდ ჩამოვიდა, რათა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაში პირადად მიეღო მონაწილეობა.

მისივე თქმით, რიონის ხეობის დამცველთა ლიდერს, ვარლამ გოლეთიანს პირისპირ შეხვდა და ფინანსური დახმარება შესთავაზა, მაგრამ მან უარი უთხრა:

“მე შევხვდი ვარლამ გოლეთიანს და შევთავაზე დახმარება, ვკითხე, ამდენი ხალხი რომ მოდის, მოძრაობს, საწვავი… ამას წვდებით თუ არა მეთქი და მითხრა, არაო, მე ბევრი ხალხი არაფერში მჭირდებაო”, – განაცხადა ილია ძოწენიძემ, რომელმაც უარყო ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სწორედ ის აფინანსებს ამ უწყვეტ პროტესტს.

“მერე რა, თუ რუსეთში ვარ, რუსეთში მილიონი ადამიანი ცხოვრობს და რა, ყველა მოღალატეა? კი, ამ აქციის გამო ჩამოვედი, აქ ვარ, როგორც რიგითი წევრი”, – განუცხადა ილია ძოწენიძემ ჟურნალისტებს, რომლებიც რუსეთში მისი ყოფნის კონტექსტში სვამდნენ შეკითხვებს.

შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველებმა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა, რომლებმაც პირველი რესპუბლიკის სახელობის მოედანზე მოიყარეს თავი, 23 მაისს კარვები გაშალეს, ხელისუფლებას კი ულტიმატუმი წაუყენეს, მათ ვადა 24 მაისის 12:00 საათამდე მისცეს, თუმცა, რეალურად, პირველი მსვლელობის მარშრუტის მიმართულება მხოლოდ ულტიმატუმის გასვლიდან ოთხი საათის შემდეგ დაასახელეს და განაცხადეს, რომ მშრალი ხიდისკენ 16:00 საათზე დაიძრებიან და მას გადაკეტავენ.

ამ წუთებში მსვლელობა უკვე მიმდინარეობს.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...