მთავარისიახლეებისაზოგადოებაეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

Published on

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და წერს, რომ მას ჩამოერთვა მადრიდის ბინა, აგარაკი წეროვანში, ოქროს ზოდები, ავტომობილები… ასევე, დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. გთავაზობთ განცხადებას:
 “სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება, მსჯავრდებულმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა.
პროკურატურამ მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძის მიერ ბრალის აღიარების, ზიანის ანაზღაურებისა და თანამშრომლობის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 3 ეპიზოდი), სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის (სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით, 4 ეპიზოდი), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება (სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით, 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: ესპანეთში, ქ.მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა, 372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი, 1 577 306 ლარის ღირებულების შპს “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი, 510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „MERCEDES-BENZ G 63 AMG“, 350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LAND ROVER RANGE ROVER“, 100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LEXUS ES 250“ , 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი, 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 19 770 ლარის ღირებულების მონეტები. გარდა ამისა, რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით” | ნათქვამია განცხადებაში
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2025 წლის 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის რამდენიმე მუხლით წარედგინა, მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.ასევე – სსკ-ის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ. ისჯება ჯარიმით ან 3-დან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე. მიქაუტაძეს ბრალი წარედგინა 337-ე მუხლით, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით. ისჯება შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე. მიქაუტაძეს ბრალი წარედგინა სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტითაც, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს [ფულის გათეთრება], რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მას 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

სიახლეები

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთი გარდაუვლად უპასუხებს ავსტრიიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა...

აფხაზ სტუდენტებს რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ

აფხაზ სტუდენტებს რუსეთის არმიაში გაწვევის საფრთხე ემუქრებათ  vektorkavkaza წერს, რომ "ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ შეთანხმება,...

ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ...