მთავარისიახლეებისაზოგადოება16:00 - რიონის ხეობის მცველები მორიგი მსვლელობისთვის ემზადებიან

16:00 – რიონის ხეობის მცველები მორიგი მსვლელობისთვის ემზადებიან

Published on

“16:00 დავიწყებთ მორიგ მსვლელობას, მიმართულება მსვლელობის დაწყების წინ გაჟღერდება”, – საქართველოს დედაქალაქში შეკრებილი რიონის ხეობის მცველთა განცხადებით, საპროტესტო აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, რიონის ხეობის მცველებმა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია დააანონსეს, ხოლო საზოგადოებას მოუწოდეს, რომ “მოვიდნენ ჩვენთან და არა იმ აღლუმზე (ვარლამ გოლეთიანი)”.

აქვე გეტყვით, რომ 24 მაისს რიონის ხეობის მცველები თბილისის პარალიზებით იმუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა, თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ ე.წ. მშრალი ხიდის მიმართულებით და უკან მსვლელობას დასჯერდნენ.

ამავე დროს, რუსეთიდან ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე საგანგებოდ ჩამოსულმა ბიზნესმენმა ილია ძოწენიძემ განაცხადა, რომ ვარლამ გოლეთიანმა უთხრა იმის შესახებ, რომ “ბევრი ხალხი არაფერში სჭირდება”.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...