მთავარისიახლეებიUEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

Published on

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აცნობა, რომ ეს თამაში სტამბოლში არ გაიმართებოდა და იმავე შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ ახალი შეთანხმების თანახმად, შეხვედრას ბათუმის სტადიონი უმასპინძლებდა.

“UEFA არ იყო ამ მატჩის ორგანიზატორი, შესაბამისად, სტადიონზე უსაფრთხოების საკითხებზე არც პასუხისმგებელი იყო და ამას არც აკონტროლებდა. სტადიონზე განხორციელებული ყველა ქმედება გადაწყდა და შესრულდა ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოების მიერ, საკუთარი უფლებამოსილებისა და მათივე იურისდიქციის ფარგლებში.

ზოგიერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, UEFA-სთვის ცნობილია, რომ პოლიციასა და ბეშიქთაშის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია ბეშიქთაშის გულშემატკივრების სექტორში ჩაერია იმისთვის, რათა გაენეიტრალებინათ თავად ბეშიქთაშის ქომაგებს შორის დაწყებული შეტაკებები”. – წერია UEFA-ს განცხადებაში.

26 ნოემბერს ბათუმში UEFA-ს ევროპა ლიგის ფარგლებში თურქული “ბეშიქთაშისა” და ისრაელის ბეერ-შევას “ჰაპოელის” მატჩი გაიმართა.

მატჩის დაწყებამდე “ბეშიქთაშის” გულშემატკივრებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. მსვლელობის დროს პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ქართული მედიის ცნობით, გულშემატკივრები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

დაპირისპირება სტადიონზეც გაგრძელდა. თურქული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე პალესტინის დროშა გაშალეს, მათთან პოლიციელები მივიდნენ. გულშემატკივრები ასევე სკანდირებდნენ ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს.

პოლიციამ გულშემატკივრების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. სულ მცირე ერთი დაშავებული გულშემატკივარი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთი მკაცრად ეხმაურება ბათუმში გამოყენებულ საპოლიციო ძალას
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააშავდა 3 პოლიციელი, დააკავეს 16 პირი. უწყება წერს, რომ ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას არ უკავშირდებოდა.

სიახლეები

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...

ამოღებულია „მეთადონი“ და 149 შეკვრა „მარიხუანა“ – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

რატომ შეწყდა დროებით ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი – უეფას განმარტება

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია 26 ნოემბერს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უეფა განმარტავს,...

ქურთულმუში ბათუმის მატჩზე: „ფუნდამენტური უფლებების დარღვევა“

თურქეთის პარლამენტის სპიკერმა, ნუმან ქურთულმუშმა ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის გუნდის შეხვედრისას თურქ გულშემატკივრებთან დაკავშირებული...