მთავარისიახლეებისაზოგადოებამანანა მიქავა თბილისში ფეხით ჩასვლას და ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს

მანანა მიქავა თბილისში ფეხით ჩასვლას და ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს [Video]

Published on

ზუგდიდის მერიასთან ბიზნესმენმა მანანა მიქავამ   უფლებადამცველ ნანა ფირცხელავასთან   ერთად  აქცია გამართა. ადვოკატის თქმით,  ორი თვისწინ დარეგისტრირებული განცხადება რომელიც რეაგირების გარეშე იყო, მერიის თანამშრომლმა  თვითნებურად, ხელახლა მისი ნებართვის გარეშე გაატარა რეგისტრაციაში.  ფირცხელავა ითხოვს სისხლის სამართლის საქმის  აღძვრას  მერის და  კანცელარიის თანამშრომლების წინააღმდეგ.  მან ადგილზე გამოიძახა საპატრულო პოლიცია და ამ საკითხთან დაკავშირებით ოქმი შეადგენინა და განცხადება  შეიტანა.

რაც შეეხება მანანა მიქავას, ბიზნესმენი ამბობს, რომ   ხვალ დილის 6 საათიდან აქციას მოაწყობს,  თბილისში ფეხით ჩასვლას აპირებს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მიზნით.

მერიაში განაცხადეს, რომ მერი, გიორგი შენგელია თანახმა იყო მანანა მიქავას შეხვედროდა, თუმცა მიქავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მერს მხოლოდ მისი შვილი და უფლებადამცველი შეხვდება. მერიის ინფორმაციითვე,  ადვოკატის განცხადებასთან დაკავშირებით  შესაბამისი სამსახური ჩაატარებს  მოკვლევას  და უწყების ინფორმაციით, თუ  გადაცდომა დაფიქსირდება, შესაბამის ზომებს მიიღებენ.

სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....

უილსონი-ქართული ოცნება მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი, 21 მაისს სიტყვით გამოვიდა ჰადსონის ინსტიტუტში საქართველოს შესახებ გამართულ...

საია-ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია

საია 2026 წლის 21 მაისს ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება...