მთავარისიახლეებისაზოგადოებაგერმანიის საელჩო "რუსთავი 2-ს" დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

Published on

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის გერმანიის საელჩოში სტუმრობის შესახებ ინფორმაცია არასწორად გააშუქა.

საელჩო გავრცელებულ განცხადებაში ტელეკომპანიას ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე მიუთითებს.

„პრესის თავისუფლება და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს“, — ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

დიპლომატიური უწყება მოუწოდებს მედიას, დაიცვას ჟურნალისტური სტანდარტები და საზოგადოებას გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს.
ფაქტების გადამოწმება: გერმანიის საელჩოში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სტუმრობა რუსთავი 2-ის მიერ არასწორად იქნა წარმოდგენილი.
მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ყველა პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტორთან ღია დიალოგის გზით ინფორმაციის მიღება ადგილზე არსებული მდგომარეობისა და პროცესების შესახებ. ეს საქართველოშიც უნდა იყოს შესაძლებელი.
Rustavi 2 • რუსთავი 2 პრესის თავისუფლება და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჟურნალისტებისთვის აუცილებელია ინფორმაციის ზედმიწევნით გადამოწმება. არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება ხელს უშლის საზოგადოებრივ დისკურსს და ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და გერმანიას შორის”.- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

ფონიჭალაში 7 პირს ეძებენ, მათ შორის 3 ბავშვია

ქვემო ფონიჭალაში, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, ნანგრევებში შვიდ ადამიანს ეძებენ. მათ შორის სამი...

ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის მაშველებმა...

“დიახ, არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას“ – ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა...

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...