ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის მაშველებმა ნანგრევებიდან სამი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების ჯგუფები, კინოლოგები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ადგილზე ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.
ამ ეტაპზე ნანგრევებიდან მაშველებმა სამი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
უსაფრთხოების მიზნით, სამაშველო ჯგუფებმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.
ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ადგილზე ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.