ენმ-ის ცენტრალური ოფისის კედელზე ბანერი “თავისუფლება მიშას!” გააკრეს

0
556

თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისის კედელზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი ბანერი გააკრეს.

ფოტოს დეპუტატი ეკა ხერხეულიძე აქვეყნებს და წერს, რომ ამ კედელზე ყველა პოლიტპატიმრის ბანერი იყო გაკრული. “დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯერია” – წერს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი:

“ენმ ს ცენტრალური ოფისის კედელზე ერთმანეთის მონაცვლეობით იცვლება პოლიტპატიმრების ფოტოები.ასეთია ჩვენი პარტიის ბრძოლის გზა.
დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯერია.
თავისუფლება მიშას!”, – აღნიშნავს ეკა ხერხეულიძე.

აქვე შეგახსენებთ,  საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოსული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თბილისში დააკავეს და რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მან შიმშილობა გამოაცხადა და უგონოდ ყოფნის შემთხვევაში ექიმებს აუკრძალა სამედიცინო ჩარევა.

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს და უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზეც უარს ამბობს

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მისმა ერთერთმა ადვოკატმა და “მთავარი არხის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა:

“ან მივიღებთ სამართლიანობას, ან გარდაცვლილ მესამე პრეზიდენტს” – ნიკა გვარამია

ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებიდან ცოტა ხნის შემდეგ დააპატიმრეს ელგუჯა ცომაია – ტრაილერის მძღოლი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს საქართველოში შემოსვლაში დაეხმარა და თბილისში თავისი ბინა დაუთმო.

ვინ არის, რას ედავებიან, რა სასჯელი ელის ელგუჯა ცომაიას, ვინც მესამე პრეზიდენტს ბინა დაუთმო

5 ოქტომბერს ვირუსულად გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ აკავებენ მიხეილ სააკაშვილს ბინაში, რომელიც მას ელგუჯა ცომაიამ დაუთმო:

“ერთხელ უკვე დამადეს [ბორკილები] უკრაინაში” – როგორ დააკავეს მიხეილ სააკაშვილი ბინაში (ვიდეო)

ასევე, დააკავეს მამა-შვილი ზურაბ და შაკო წოწორიები, რომლებიც ფოთის პორტის ტერმინალში, რიგითი თანამშრომლები იყვნენ და პროკურატურის ბრალდების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში ჩაიყვანეს.

ვინ არიან მამა-შვილი წოწორიები, ვინც მესამე პრეზიდენტი სამეგრელოში ჩაიყვანა

4 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის სპიკერის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ნებართვა აღარ გაიცემა დეპუტატებზე, ხოლო თავად მესამე პრეზიდენტს შეეზღუდა სატელეფონო ზარების უფლება.

მიხეილ სააკაშვილს ტელეფონზე წვდომა შეუზღუდეს, დეპუტატებს კი მასთან შეხვედრა აუკრძალეს

ამავე დროს, ხელისუფლება უარს აცხადებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვაზე და ამბობს, რომ ამ პროცესს, მინიმუმ, 10 ნოემბრამდე არ დაიწყებს. მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან უკვე ჩატარდა საპროტყესტო აქციები, დაანონსდა ხალხმრავალი აქცია დედაქალაქში და სხვადასხვა რეგიონში.

“მესმის თქვენი ხმა საკანში” – მიხეილ სააკაშვილი ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს

გენერალმა გოგი თათუხაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები სტრასბურგში დაანონსა.

გენერალი გოგი თათუხაშვილი სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს აანონსებს

 

წინა სტატია“ბინების ოსტატები” – იტალიური მედია უკვე დაკავებულ ქართველთა კრიმინალურ ჯგუფზე
შემდეგი სტატიარას წერდა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრებაზე, 2020 წელს გარდაცვლილი მისი მოძღვარი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური