სააგენტო “თაიმერის” რეგიონულმა კორესპონდენტმა აკო ქიქავამ მარტვილის პოლიციის შენობა უკვე დატოვა. ის დაკითხვაზე იმყოფებოდა, სადაც მას, როგორც თვითონ ამბობს, კითხვები ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვეს:
“კითხვები ეხებოდა ჭყონდიდის ეპარქიაში რეზიდენციაში განვითარებულ მოვლენებს, მათ აინტერესებდათ რა ვითარებაში მოხდა მოაჯირის დანგრევა და შემდეგ ადამიანების გადავარდნა, რასაც ვუპასუხე. ასევე მკითხეს, ვინმემ თუ მომაყენა ფიზიკური დაზიანება ან თუ შემიშალეს ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაში”- განაცხადა “ოდიშინიუსთან” აკო ქიქავამ. მისი დაკითხვა მარტვილის პოლიციაში დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა.