მთავარისიახლეებისაზოგადოებანახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

Published on

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა – როგორც აზერბაიჯანული მედია APA წერს, დაშავებულთა შორის არის 1998 წელს დაბადებული ასად ჯაფაროვი, რომელმაც აეროპორტში მუშაობის დროს აფეთქების ტალღის შედეგად, დახურული ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო.

ასევე დაშავდა 1996 წელს დაბადებული ჯულფას რაიონის მკვიდრი მეჰდი ასგაროვი. მას მხრის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული. ჩაუტარდა სამედიცინო ჩარევა და მიღებული იქნა საჭირო სამკურნალო ზომები.

1986 წელს დაბადებულმა რეიჰანა ვალიევამ კი აფეთქების ტალღის შედეგად ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და ბაროტრავმა მიიღო. მისი მკურნალობა ამჟამად გრძელდება.

ხოლო მეოთხე დაშავებული არის 1996 წელს დაბადებული ზულფუგარ ზულფუგარლი, რომელმაცაფეთქების შედეგად გულმკერდის უკანა ზედაპირზე ბლაგვი ტრამვა მიიღო. მას სამედიცინო დახმარება გაეწია და მკურნალობა გრძელდება.

ოთხივე მათგანი კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია APA ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანულმა დრონმა ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა.
აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც.

ირანიდან გადასროლილი დრონების გამო, აზერბაიჯანი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აანონსებს. ირანის ელჩი უკვე დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...