მთავარისიახლეებისაზოგადოება"საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით" - კალასი

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

Published on

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ახალ კანონებსა და კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება.

მისი თქმით, ამ კანონების მიღება აჩვენებს, რომ “ოცნება” ნამდვილად არ მიდის სწორი გზით.

ამ კანონების მიღება უკიდურესად სამწუხაროა და აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით, როცა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვსაუბრობთ,” – განაცხადა კაია კალასმა.

შეგახსენებთ, გუშინ “ქართულმა ოცნებამ” გრანტებთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა – დამტკიცებული ცვლილებები ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარებას კრძალავს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები და საკანონმდებლო ნორმები კიდევ უფრო მკაცრდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...