მთავარისიახლეებიპოლიტიკანუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა -...

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

Published on

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას საპასუხო ზომების მიღება დაავალა და ირანისგან ბოდიშის მოხდა, ასევე დამნაშავეების უმკაცრესად დასჯა მოითხოვა:

“აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ ბინძურ ტერორისტულ აქტს, მისი ჩამდენნი დაუყოვნებლივ უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. ირანის ოფიციალურმა პირებმა აზერბაიჯანულ მხარეს განმარტება უნდა მისცენ, ბოდიში მოიხადონ და ამ ტერაქტის შემსრულებლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირანის სახელმწიფო აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს ახორციელებს. ყველას კარგად გვახსოვს, რომ გარკვეული ხნის წინ თეირანში აზერბაიჯანის საელჩო გახდა ტერაქტის სამიზნე…

მაშინაც არ გვეპარებოდა ეჭვი, რომ ამის უკან ირანის სახელმწიფო იდგა, რადგან ტერაქტი საელჩოს შიგნით და მის გარშემო დაახლოებით 40 წუთს გრძელდებოდა და ამ დროის განმავლობაში საელჩოსთან არცერთი უსაფრთხოების თუ პოლიციის წარმომადგენელი არ მისულა. ნათელი იყო, რომ აზერბაიჯანის დასაშინებლად ეს ტერაქტი ირანის სახელმწიფო სტრუქტურების უმაღლესი ეშელონებიდან იყო შეკვეთილი.

როგორც იცით, აზერბაიჯანმა მაშინ ძალიან მკაცრი რეაგირება მოახდინა: საელჩოს ევაკუაცია განხორციელდა და ყველა დიპლომატიური კავშირი შეწყდა.

ირანი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა და დანაშაული ეღიარებინა. ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, ტერორისტს უმკაცრესი სასჯელი მიესაჯა. ირანის სახელმწიფო, რომელიც დიდხანს ცდილობდა დამნაშავის გადარჩენას, იძულებული გახდა იგი აზერბაიჯანის წარმომადგენლების თვალწინ დაესაჯა სიკვდილით.

ამჯერადაც პასუხი იგივე იქნება. ჩვენ არ შევეგუებით აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებულ ამ უსაფუძვლო ტერაქტსა და აგრესიას.

შეიარაღებულ ძალებს მიეცათ მითითება, რომ მომზადდეს და განხორციელდეს საპასუხო ზომები.
მათ მიერ ჩადენილი ეს ტერაქტი, სხვა ბინძურ ფაქტორებთან ერთად, დიდი უმადურობის მაგალითია. ბოლო მოვლენებისთანავე ჩვენ მათ სამძიმარი გამოვუცხადეთ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩემი დავალებით დაურეკა კოლეგას. მე თავად გამოვთქვი მზადყოფნა მათ საელჩოში მისვლასა და სამძიმრის გამოცხადებაზე, მაშინ როცა ჩემს გარდა არცერთი სახელმწიფოს მეთაური ირანის არცერთ საელჩოში არ მისულა. ამის არდაფასება და ასეთი უმადური საქციელი არავის მატებს პატივს.

ეს უპატიოსნო ადამიანები, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ეს ტერაქტი ჩაიდინა, ინანებენ. ნუ ცდიან ჩვენს ძალას. მათ, ვისაც ჩვენი ძალის გამოცდა სურდა, თავი „რკინის მუშტით“ გაუტყდათ.

დღევანდელ მოვლენასაც იგივე შედეგი ექნება. ამ საკითხთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა უნდა მომზადდეს. ყველა მითითება გაცემულია.

ირანის ელჩი აზერბაიჯანში გამოძახებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში, გადაეცემა საპროტესტო ნოტა და გადაიდგმება სხვა დიპლომატიური ნაბიჯები. საზღვართან დაკავშირებითაც გაიცა შესაბამისი განკარგულებები.
ისიც უნდა ვთქვა, რომ დღეს დილით მაცნობეს: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რეკავს ბაქოში და ითხოვს დახმარებას ლიბანში დარჩენილი ირანის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციაში, რადგან მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ.

მე დაუყოვნებლივ გავეცი ბრძანება დაეხმარეთ, გაგზავნეთ თვითმფრინავი. მათ ისიც კი თქვეს, რომ მზად იყვნენ საფასური გადაეხადათ. მე ვთქვი, რომ ეს საჭირო არ არის თუ გაჭირვების ჟამს არ დავეხმარეთ, აბა როდის? ყოველივე ამის ფონზე კი, ასეთი ბინძური და არაკაცური დარტყმა ნახიჩევანზე?! ეს ლაქა მათ სახეს ვერასდროს მოშორდება.

დიპლომატიური გზებით ყველა საჭირო ზომა გატარდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და ყველა სპეცდანიშნულების რაზმი მოყვანილია ნომერ პირველ საბრძოლო მზადყოფნაში და მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი ოპერაციის ჩასატარებლად. ჯერჯერობით სულ ეს არის.

ჩვენ აზერბაიჯანელ ხალხს მოვლენათა განვითარების შესახებ მუდმივად მივაწვდით ინფორმაციას. თავდაცვის სამინისტროს განცხადება უკვე გამოქვეყნდა.

აზერბაიჯანელი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ნებისმიერი მტრული ძალა ჩვენს რკინის მუშტს იგრძნობს“

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...