მარტვილის პოლიციაში უკვე დაიკითხა “მთავარის” ოპერატორი ზვიად აბლოთია, რომელმაც განაცხადა, რომ გამოძიებას აინტერესებდა თუ ვისი მხრიდან იყო პროვოცირება:
“გამოძიებას დღეს აინტერესებდა გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ვისი მხრიდან იყო პროვოცირება. მამაოების მხრიდან მოდიოდა ესდაპირისპირება თუ ჩვენ ვცდილობდით ჟურნალისტები და ოპერატორები შიგნით შეღწევას. მე ვუთხარი, რომ ჩვენ ჩვენს კუთვნილ ადგილას ვიდექით. ხოლო, როდესაც მამაოებმა კარი გააღეს, იქიდან გამოსულმა მამაოებმა მოგვიყოელიეს, ვერ დავეტიეთ და გადავვარდით მესამე სართულიდან.”- განაცხადა ზვიად აბლოთიამ.