“გადადგეს რაიკომის მდივანი” – ამ ეგიდით ჩხოროწყუში აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დავით გოგუას დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ. ადგილზე პოლიციის უპრეცენდენტო რაოდენობაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები ჩხოროწყუში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ, რა დროსაც ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის მე-7 კლასი მოსწავლეებს მერიის საპირფარეშოები გაარეცხინეს.
მომხდარს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც გამოეხმაურა. ფაქტს აუდიტის სამსახური სწავლობს. შსს-ს ცნობით აღძრულია საქმე სსკ-ს 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს.