ახალგაზრდობის სააგენტო იწყებს „განვითარების ფონდის“ საგრანტო კონკურსს, საქართელოს 10 რეგიონში, საგრანტო კონკურსის ფარგლებში სააგენტომ ორი მიმართულება გამოყო: არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება და რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 50–მდე ახალი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნება.
დეტალური ინფორმაცია „განვითარების ფონდის“ საგრანტო კონკურსის შესახებ განთავსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს facebook გვერდზე.