მთავარისიახლეებისაზოგადოებასასულიერო პირები ვაქცინის გაკეთების თემაზე პასუხს საპატრიარქოდან ელოდებიან

სასულიერო პირები ვაქცინის გაკეთების თემაზე პასუხს საპატრიარქოდან ელოდებიან [Video]

Published on

ვაქცინაციას გავიკეთებთ თუ არა სასულიერო პირები,ამას მას შემდეგ გადავწყვეტთ,როცა პასუხი გვექნება საპატრიარქოდან და პატრიარქისგან-ასე გამოეხმაურა სასულიერო პირების და მრევლის ვაქცინაციის საკითხს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე. “რაც შეეხება ტესტირებას, ყოველ კვირა ვიტესტებით ჩვენ სასულიერო პირები და სწორედ ამის შემდეგ ვდგებით წირვაზე”,-აღნიშნა მეუფემ,რომელმაც წმინდა ნინოობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვა, წალენჯიხაში სოფელ მაზანდარის ამავე წმინდანის სახელობის ტაძარში შეასრულა. რაც შეეხება შეკითხვას,თუ როგორ შეაფასებდით დეკანოზ თადეოზის ქადაგებას, რომელმაც თქვა “თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში… მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს”,-მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქადაგების შესახებ არ სმენია და არც უფლებამოსილია მან ამ თემაზე კომენტარი გააკეთოს. “ეს უნდა კითხოთ მიტროპოლიტ დანიელს”,-აცხადებს მეუფე

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...