რა გამოწვევებს უპასუხეს რეგიონულმა მედიებმა 2020 წელს [Video]

0
623

მსოფლიოს დღის წესრიგთან ერთად პანდემიამ მედიის მუშაობის წესრიგიც შეცვალა და არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. რეგიონულმა მედიებმა განსაკუთრეებული როლი იკისრეს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების , გავრცელების, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისა და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ამბების გაშუქების კუთხით. საგანგებო რეჟიმში უწევთ დღემდე რეგიონულ მედიებს მუშაობა. ტელერადიოკომპანია „ოდიშმა“ პანდემიის დროს ღია საზოგადოება -საქართველოსა და იუნისეფის მხარდაჭერით პროექტების განხორციელება დაიწყო და სპეციალურ გამოშვებებს უძღვნიდა კორონაპანდემიას მნიშვნელოვან და საინტერესო სტუმრებთან ერთად.
ადგილობრივმა ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესმა“ მუშაობა დისტანციურად განაგრძო, ჟურნალისტი ნინო თოლორაია ამბობს, რომ პირველი ლოქდაუნის დროს ახალ რეჟიმზე გადასვლას გარკვეულწილად დაბნეულობაც ახლდა, თუმცა, დღეს უკვე ფიქრობს, რომ გამოწვევა დაძლეულია.
რადიო „ათინათში“ ფუნქციები თავიდანვე გადაინაწილეს. ველზე მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს გადიან, ძირითადად დისტანციურად მუშაობენ. რეგიონულ მედიებს მთლიანად მოუწიათ კორონაპანდემიის თემებზე გადართვამ, შეიცვალა საეთერო ბადეები, უკან წაიწია სხვა საკითხებმა, გარდა ახალი ვირუსისა, აქ ისევ ადგილობრივი მედია გახდა მთავარი მედიატორი ხელისუფლებასა და პრობლემების წინ პირისპირ დარჩენილ ყველა ფენას შორის.
კორონავირუსმა მედიას ორმაგი პასუხისმგებლობა დააკისრა, როგორც თანამშრომელთა შრომის, ფიზიკურ და ფსიქოსოციალურ უსაფრთხოებაზე, ასევე მას უწევს ისე დაგეგმოს საქმიანობა, რომ საგანგებო რეჟიმში დისტანციურ გარემოში მუშაობამ კონტენტის ხარისხსა და მრავალფეროვნებაზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.

წინა სტატიაგორში, ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატია,, წელს ვერ მოვიცილეთ ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მოვიცილებთ 2021-ში”- ოპოზიცია მიმავალი წლის შედეგებს აჯამებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური