მთავარისიახლეებიპოლიტიკა"აქ კორუფციის უტყუარი ნიშნები იკვეთება" - ალექსანდრე ახვლედიანი ზუგდიდი-ჯვარი მესტიის გზებზე...

“აქ კორუფციის უტყუარი ნიშნები იკვეთება” – ალექსანდრე ახვლედიანი ზუგდიდი-ჯვარი მესტიის გზებზე შექმნილ ვითარებაზე [Video]

Published on

„ლელოს“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებსა და საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.  ამის შესახებ ალექსანდრე ახვლედიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მისი თქმით, ზუგდიდი-ჯვარი- მესტიის ცენტრალური საავტომობილო გზა უკვე წლებია დაზიანებულია და ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ, თუმცა, ხელისუფლებას ეს პრობლემა დღემდე მოგვარებული არა აქვს. ახვლედიანის თქმით, სამუშაოები დროშია გაწელილი, რასაც ხელისუფლება სპეციალურად აკეთებს, რომ არჩევნების წინ  მოსახლეობასთან ქულები დაიწეროს.

“ეს გზა უკვე ორი წელია ამორტიზებულია, აქ ტურისტები მოძრაობენ, პრობლემა ღიად რჩება, მოსახლეობა კი შეშინებულია და ხმას არ იღებს. 2020-ის არჩევნებისთვის დაიწყებენ გაკეთებას, რომ შექმნან ილუზია, თითქოს სამუშაო პროცესი მთელი წელი სტაბილურად მიმდინარეობდა. აქ აშკარად იკვეთება კორუფციის ნიშნები”- განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...