მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილის დასახვედრად ავტოკოლონები უყვეტ ნაკადად მიემართებიან

მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად ავტოკოლონები უყვეტ ნაკადად მიემართებიან

Published on

უკრაინის ქალაქებიდან კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა პირველი კოლონა დაიძრა. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მიხეილ სააკაშვილის მომხრეები აქციისთვის ემზადებიან. საქართველოს მესამე პრეზიდენტს ისინი სწორედ კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან დაელოდებიან.უკრაინის სხვადსხვა რეგიონიდან ჩასული მხარდამჭერები საზღვრიდან მოშორებით სპეციალურად შემოსაზღვრულ ნაწილში იკრიბებიან და კარვებს შლიან. მათ იმედი აქვთ, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე შემოშვების ნებას დართავენ, თუმცა, არც პროვოკაციებს გამორიცხავენ.როგორც ამას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ვარაუდობდნენ, დღეს საზღვრის მეორე მხარეს ე.წ. ტიტუშკების მობილიზაცია მოხდა.შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი არიან სპორტსმენები და უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ექსკურსიით ჩავიდნენ. უკვე მოხდა პირველი სიტყვიერი შელაპარაკებაც. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ინფორმაციით, მათ ხელში ცივი იარაღი ეჭირათ, რაზეც მათ სამართალდამცველებს რეაგირება სთხოვეს. ამ დროისთვის კი, სპორტსმენებთან ვითარებას სამართალდამცველები არკვევენ.უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევა იურიდიულად გამართლებული არ არის.აქვე საყვარელიძე ამბობს, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც კი მოქალაქეობას ჩამოართმევენ, უფლება აქვს საკუთარი თავი სასმართლოს წინაშე დაიცვას.„ეს არ არის სუფთა იურიდიული კაზუსი, ეს არის პოლიტიკური კაზუსი იმიტომ, რომ იურიდიული გამართლება ამას არა აქვს. არ შეიძლება, ადამიანს უბრალოდ ჩამოართვა მოქალაქეობა და დატოვო სადღაც, საზღვრებს გარეთ. ნებისმიერ მოქალაქეობაჩამორთმეულ ადამიანსაც აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, დაიცვას საკუთარი თავი სასამართლოში და იცხოვროს უკრაინაში, როცა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ყველა ხვდება, რომ ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ ვიწყებთ ძალიან სერიოზულ მოძრაობას, გაერთიანებას ბევრი დასავლური და აქტიური პოლიტიკური ძალის და ადამიანის. ივლისში პოროშენკოს დაეწყო პანიკა, ფაქტობრივად, და დაიწყო ამ ფორმით შეტევა. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები,“ – აცხადებს საყვარელიძე.როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, კრაკოვეცის გამშვები პუნქტიდან რამდენიმე მეტრში, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მშვიდობიან აქციას იწყებენ. მათივე თქმით, არ არსებობს კანონიერი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში არ შეუშვან.მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას უმცროს შვილთან ერთად აპირებს.

სიახლეები

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...

2022 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის...

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას ითხოვენ

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას...

“ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია-ბენჟამინ ჰადადი

ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია,- ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ...