მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა

Published on

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ბენზინისა და დიზელის დეფიციტის ფონზე, ქვეყანაში საწვავის კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება.

მათივე ცნობით, საწვავის გაყიდვის შეზღუდვებმა ხანტი-მანსის ავტონომიურ ოკრუგამდეც კი მიაღწია, რომელიც რუსეთის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი რეგიონია და ქვეყანაში ნედლი ნავთობის მთლიანი მოპოვების დაახლოებით 40%-ს უზრუნველყოფს. გამოცემა წერს, რომ
გაზპრომ ნავთობისა და Lukoil-ის ავტოგასამართ სადგურებზე გაყიდვები ლიმიტირებულია: ერთ მომხმარებელზე მაქსიმუმ 40 ლიტრი ბენზინი და 80 ლიტრი დიზელი გაიცემა, თანაც საწვავის ჩასხმა მხოლოდ უშუალოდ ავტომობილის ავზებშია ნებადართული.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მსგავსი ლიმიტები და სათადარიგო ავზებში ჩასხმის აკრძალვა შემოიღეს ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ტიუმენის, ნოვოსიბირსკის, სარატოვის, პენზის, ომსკის, ვორონეჟისა და მურმანსკის ოლქებში, ასევე კრასნოიარსკის მხარეში.

სიახლეები

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე...

რუსეთმა კიევს სამი ტალღით 21 ბალისტიკური რაკეტა ესროლა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ღამის თავდასხმის სამიზნე უკრაინის 12 ოლქი გახდა. დაიღუპა ორი...

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...