მთავარისიახლეებისაზოგადოებააბასთუმანში, ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ავიაცია დილიდან ჩაერთო

აბასთუმანში, ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ავიაცია დილიდან ჩაერთო

Published on

აბასთუმანში, ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ავიაცია დილიდან ჩაერთო. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ავიაცია.ადგილზე მუშაობს ორი ქართული ვერტმფრენი, ორი თურქული ვერტმფრენი, ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი, ერთი უკრაინული თვითმფრინავი. ამასთან, დღის განმავლობაში პროცესში ჩაერთვება ერთი თურქული თვითმფრინავი.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით აბასთუმანში, ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში სავარაუდოდ, ორი ირანული ვერტმფრენი დღის მეორე ნახევრიდან ჩაერთვება.​აბასთუმნის ტყეში რჩება ცოცხალი ძალა, 1000-ზე მერი ადამიანი. ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი.

სიახლეები

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...

შსს- თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის ორი მოქალაქე...