მთავარისიახლეებიშსს- თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე

შსს- თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ყაზახეთის ორი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობითვე, ამოღებულია 20 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

“გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილ ე.წ. ლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური საშუალებისა და პრეკურსორების გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ. სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დასტურდება, რომ ბრალდებულები კუსტარული ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდნენ.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 20 კილოგრამამდე წონის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების კუსტარულად დამზადებისა და დაფასოებისთვის საჭირო მასალები” – წერს უწყება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...