მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

Published on

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს, რათა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის იერიშებით გამოწვეული შეფერხებები შეამსუბუქოს.

გავრცელებული ცნობებით, საწვავის მიწოდების მხრივ გაჩენილი დეფიციტის გამო რუსეთის მასშტაბით არაერთ რეგიონში შეზღუდვები დაწესდა საწვავის გაყიდვებზე, იმატა ნავთობპროდუქტების ფასებმა და ბენზინგასამართ სადგურებზე დიდი რიგები გაჩნდა.

Reuters-ის მიხედვით, ქვეყნიდან ნედლი ნავთობის გატანის გარდა რუსეთს ჩვეულებისამებრ ექსპორტზე ნავთობპროდუქტებიც გააქვს, თუმცა, უკრაინის იერიშების გამო კრემლი იძულებული გახდა, რომ ბენზინისა და რეაქტიული საწვავის ექსპორტი აეკრძალა.

რუსული Ведомости წერს, რომ 22 ივნისს რუსეთის ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრისას განიხილეს ქვეყანაში საწვავის იმპორტის იდეაც. ამასთან, Reuters-ს წყაროებმა აცნობეს, რომ ამავე შეხვედრაზე იმსჯელეს იმპორტირებულ საწვავზე სუბსიდიების დაწესებაზეც.

წყაროების თქმით, გასულ კვირას რუსეთში ბენზინის წარმოება 2025 წლის ივნისის დღიურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 25%-ით შემცირდა. წინა კვირაში Reuters-ს ინდუსტრიის წყაროებმა ასევე აცნობეს, რომ რუსეთი ბენზინის დეფიციტთან გამკლავების მიზნით ზღვის მეშვეობით საწვავის იმპორტირებას აპირებდა.

სიახლეები

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე...

რუსეთმა კიევს სამი ტალღით 21 ბალისტიკური რაკეტა ესროლა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ღამის თავდასხმის სამიზნე უკრაინის 12 ოლქი გახდა. დაიღუპა ორი...

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...