მთავარისიახლეებიპოლიტიკამოშიმშილეებმა ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ლეიბები შეიტანეს

მოშიმშილეებმა ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ლეიბები შეიტანეს [Video]

Published on

ზუგდიდის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრფინგი გაიმართა, სადაც ანი წითლიძემ ისაუბრა ხელისუფლების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებულ არალეგიტიმურ პროცესზე საკრებულოებში.

წითლიძის თქმით, ზუგდიდში უკვე ვადაგასულმა საკრებულომ დაიწყო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტების განხილვა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრებმა, რომლებიც მესამე დღეა შიმშილობენ, ამჯერად გადაინაცვლეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც წესით, უნდა განიხილონ 2022 წლის ბიუჯეტი.

ამ პროცესს კი ხმაური მოჰყვა: დაცვის წარმომადგელები ძალის გამოყენებით შეეცადნენ, ხელი შეეშალათ მოშიმშილეებისთვის აუცილებელი ნივთებები შეტანათ საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

ოპოზიციის თქმით, ხელისუფლების მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებულ განხილვას, მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს. მათ ეშინიათ, რომ საკრებულოში არ აქვთ უმრალესობა და ახალი საკრებულოს პირობებში ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნას შეიძლება მოჰყვეს რიგგარეშე არჩევნები.

საკრებულოს შენობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის ოთახში 15 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო ოთხმა ახლად არჩეულმა დეპუტატმა და ერთმა ექიმმა. ისინი სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ითხოვენ.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...