დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ამბობს მეხანძრე-მაშველი, გაგა გიგაშვილი ნანგრევებიდან გამოყვანილ 3 წლის თაიაზე გადაცემაში “იმედის დღე”.
“როდესაც შევედით აღნიშნულ ბავშვთან არ იყო კონტაქტური. სახე ჰქონდა დაფარული ცელოფნით, ცხვირიდან სუნთქავდა… დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე, ანუ მის თავზე იმყოფებოდა ის ნანგრევები, ის ფილები, სინკარები, ხის მასალა. როდესაც ჩვენ მივედით, მხოლოდ და მხოლოდ მისი ფეხი ჩანდა მარტო. როდესაც ხელი მოვკიდეთ, ფეხი ოდნავ გაამოძრავა და ამის შემდეგ უკვე ის ემოცია ვეღარ დავმალეთ. იქ ჩანს კიდეც კადრებში ის ჩვენი სიტყვები, ის შეძახილები, რომ ფეხი გაამოძრავა და 8 საათის შემდეგ ცოცხალი ადამიანი ვიპოვეთ, მითუმეტეს ბავშვი ვიპოვეთ.
შემდეგ ხელამდე მივაღწიეთ და ხელში სათამაშო ეჭირა და როდესაც ის გავუხსენით, გამოვართვით და იქ ხელი მოვუჭირეთ, დავუძახეთ, რომ ხელი მოეჭირა, თუ გესმოდათ ჩვენი ხმა და ხელი როდესაც მოგვიჭირა, აი მაგის შემდეგ მივხვდით, რომ კონტაქტური იყო. როდესაც მივედით, ცოტათი წამოიტირა, მერე დავამშვიდეთ, როგორც დიდი ადამიანი ისე იქცეოდა. მერე უკვე კონტაქტშიც შემოვიდა. რასაც ვეუბნებოდით, ასრულებდა, დიდი ადამიანივით” ამბობს მეხანძრე-მაშველი, გაგა გიგაშვილი ნანგრევებიდან გამოყვანილ 3 წლის თაიაზე.