მთავარისიახლეებიეკონომიკაოქტომბერში საარსებო მინიმუმი წლიურად 36,5 ლარით გაიზარდა - საქსტატი

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი წლიურად 36,5 ლარით გაიზარდა – საქსტატი

Published on

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი წლიურად 36,5 ლარით გაიზარდა და “შრომისუნარიანი მამაკაცის” არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა 224,2 ლარით განისაზღვრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი აქვეყნებს.

კვლევაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ოქტომბრის თვეში “საშუალო მომხმარებლის” საარსებო მინიმუმი წლიურად 32,3 ლარით არის გაზრდილი და 198,5 ლარს შეადგენს.

საარსებო მინიმუმის ამგვარი ზრდა ქვეყანაში არსებულ მაღალ ინფლაციას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12,8% იყო. ამასთან, იმავე თვეში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა. როგორც ცნობილია, საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას დიდი წილი სწორედ სურსათზე მოდის.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში, მიმდინარე წლის წინა თვესთან შედარებით, არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა “შრომისუნარიანი მამაკაცისთვის” 7,9 ლარით, ხოლო “საშუალო მომხმარებლისთვის” 7 ლარით არის გაზრდილი.

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს 2004 წლიდან იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია “საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს. საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ით, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი 30%-ით განისაზღვრება.

სიახლეები

მოსამართლე გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარი 2 წლით ციხეში გაუშვა

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარს პატიმრობა მიუსაჯა. მან ბრალი 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება...

სამუდამო პატიმრობაც რომ მოგვისაჯოთ, იქაც თავისუფლები ვართ – ჯანო არჩაიას საბოლოო სიტყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს, საბოლოო სიტყვით...

თავი აწიეთ და იარეთ ამაყად, სწორ მხარეს ვართ – ონისე ცხადაძის საბოლოო სიტყვა

აქციების დროს დაკავებული 11 პირის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. ბრალდებულები მოსამართლეს...

ნუღა აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვებაში იღებთ მონაწილეობას -ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეებს

„ერთი რამ მაინტერესებს, ვერ ვხვდები, თუ ამ ადამიანებს არ დაუმტკიცდათ ორგანიზება ამდენი თვის განმავლობაში...