ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს.
24 ოქტომბერს, დილით, ცხედარი კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს.
აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობდა. შეგროვებული მასალები გაგრის რაიონის პროკურატურას გადაეცა.
სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლები ახალშობილის გარდაცვალების გარემოებებსა და მომხდართან შესაძლო კავშირში მყოფ პირებს ადგენენ.