მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს იუსტიციის სამინისტრო მეჩეჩზე დარჩა: უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 2 აგვისტოს...

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მეჩეჩზე დარჩა: უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 2 აგვისტოს უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე

Published on

2017 წლის უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ვერ გამოავლინა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ის როგორც ეჭვმიტანილი ან ბრალდებული ფიგურირებს. 
 
„წინასასამართლო გამოძიების მონაცემების დამუშავების შედეგად არ გამოვლინდა სისხლის სამართლის წარმოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ფიგურირებს როგორც ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, – ასეთი პასუხი მიიღო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა  უკრაინის გენერალური პროკურატურისგან.
 
გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე უკრაინულ მხარეს მიმართა, თუმცა საექსტრადიციო შემოწმების შედეგად, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე. 
 
უკრაინის პროკურატურის წერილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიიღო, 2017 წლის 2 აგვისტოთია დათარიღებული..

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...