მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მე ვტოვებ პარლამენტს. ვტოვებ იმიტომ, რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა" ...

,,მე ვტოვებ პარლამენტს. ვტოვებ იმიტომ, რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა” – მამუკა ხაზარაძე

Published on

“ეს ხალხი არასდროს დაიჩოქებს… საქართველო იქნება თავისუფალი და თავისუფლება მოდის მხოლოდ ბრძოლაში” – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა..

აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან ერთად საქმის კეთებას, ვინც ზურგში დანას გირტყამს და გართმევს ხმას….
მივიღე გადაწყვეტილება – მე ვტოვებ პარლამენტს! ვტოვებ მანდატს, იმიტომ რომ თქვენთან ერთად, ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის!
მიუხედავად იმისა, რა რიცხვები დაჯღაბნეს, ამ არჩევნებში კოალიციამ გაიმარჯვა! ერთიანობას და ერთად ბრძოლას არ აქვს ალტერნატივა!
ის, რაც დღეს ხდება, ეს არის ქვეყნის მოგუდვა, რუსული გზა… ჩვენ ამ ხმებს დავიცავთ თბილისში, ბათუმში ქუთაისში და ყველა იმ ქალაქში სადაც მოგვპარეს ხმები..
ეს იქნება უკომპრომისო ბრძოლა, ამ ხელისუფლებას ვაჩვენებთ, რომ დათმობა არ იქნება!

რაც შეეხება ფრაქციას,  მამუკა ხაზარაძის განმარტებით, პარლამენტს ის ტოვებს, თუმცა ფრაქ,ცია ,, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას გააგრძელებს.ყველა ტრიბუნა, რომელიც ლელოს გააჩნია, უნდა იქნას გამოყენებული” – თქვა მან.

სიახლეები

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...

“ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს”

2026 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის 6 წევრის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელიც...

ჰერჩინსკი- ევროკომისია აფასებს საქართველოს, საქართველო არ აფასებს ევროკომისიას

ჩემი როლი არ არის, რომ კომენტარი გავაკეთო პრემიერმინისტრის განცხადებებზე. მე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირში...

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...