მთავარისიახლეებიმსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა - 4...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

Published on

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობისთვის ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპენქციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის სექტემბერში, მსჯავრდებული დაუკავშირდა ორსულ მეუღლეს და დააორგანიზა N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა.

დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით ქალს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მისთვის უცნობი 3 მამაკაცი შეხვდა. მათ ნარკოტიკული საშუალებები “მეთადონი” და “ალფა-პვპ” გადასცეს, რომლის შეტანასაც ცდილობდა მსჯავრდებულ მეუღლესთან ხანგრძლივ პაემანზე შესვლისას, რაც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა აღკვეთეს.

უწყების ცნობით, სამ კაცს, რომელთაც ორსულ ქალს ნარკოტიკი მისცეს, ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემის მუხლებით წარედგინა.

რაც შეეხება “პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანის ორგანიზატორ პატიმარს”, მას ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემის მცდელობის ორგანიზებისთვის წარედგინა.

პროკურატურა არაფერს ამბობს ორსული ქალის ბრალდებაზე, თუმცა წერს, გამოძიება გრძელდება “დანაშაულში ჩართული ყველა პირის მხილების და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით”. ბრალდების მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.

სიახლეები

“ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს”

2026 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის 6 წევრის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელიც...

ჰერჩინსკი- ევროკომისია აფასებს საქართველოს, საქართველო არ აფასებს ევროკომისიას

ჩემი როლი არ არის, რომ კომენტარი გავაკეთო პრემიერმინისტრის განცხადებებზე. მე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირში...

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...