ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა.”როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – დაწერა მან X-ზე. The New York Times-ის გამოთვლებით, მასკმა არჩევნების წინ რესპუბლიკური პარტიის დასახმარებლად 474 მილიონი დოლარი გააგზავნა.აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შედეგად, სენატში უმრავლესობა დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით დემოკრატიულმა პარტიამ სენატში სულ მცირე 52-მდე ადგილის მოპოვება შეძლო. დემოკრატებს უმრავლესობის (მინიმუმ 51 ადგილის) მოსაპოვებლად სულ მცირე 4 მანდატის გადაწევა სჭირდებოდათ, რაც მათ წარმატებით განახორციელეს ისეთ შტატებში გამარჯვებით, როგორიცაა კანზასი, ჩრდილოეთ კაროლინა და ტეხასი.
“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი
Published on