ჩემი როლი არ არის, რომ კომენტარი გავაკეთო პრემიერმინისტრის განცხადებებზე. მე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის დაფუძნებული კანდიდატი ქვეყნის თვითშეფასებაზე.
ევროკავშირი აფასებს კანდიდატი ქვეყნის მიღწევებს და არა პირიქით. ეს არის მარტივი სიმართლე. ეს არის საბაზისო მოქმედებები ევროკავშირის გაფართოებისთვის.
ევროკომისია აფასებს საქართველოს, საქართველო არ აფასებს ევროკომისიას. ეს ეფუძნება ნებაყოფლობით განაცხადს ქვეყნის მხრიდან, გახდეს ევროკავშირის წევრი, ნებაყოფლობითი განაცხადი ნიშნავს, რომ კონკრეტული სახელმწიფო აღიარებს, რომ იქნება ზედამხედველობა, შემოწმება ევროკავშირის მხრიდან.
ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას გაფართოების მიმართულებით. რიგი კანდიდატი ქვეყნები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან გაწევრიანებას.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი კითხვაზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე ირაკლი კობახიძის “ოპტიმიზმს” ეხებოდა.