მთავარისიახლეებიპოლიტიკააპირებენ, ჩვენი დამკვირვებლები უბნებიდან გამოყარონ - ანა წითლიძემ პოლიციის შენობა დატოვა

აპირებენ, ჩვენი დამკვირვებლები უბნებიდან გამოყარონ – ანა წითლიძემ პოლიციის შენობა დატოვა

Published on

ენმ-ის სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერმა. პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც პოლიციის შენობა დატოვა. მისი განცხადებით, ვერ მოისმინა განმარტება პოლიციისგან, რატომ დააკავეს პარლამენტის წევრი, რისი უფლებაც არ ჰქონდათ.

“ისინი ეძებდნენ ბლოკნოტს, რომელიც მე არ მქონდა და, შესაბამისად, ვერ იპოვეს”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

შეგახსენებთ, ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბნიდან ანა წითლიძე და ენმ-ის დამკვირვებელი ხათუნა შამუგია პოლიციის განყოფილებაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც “ოცნების” კოორდინატორმა თინათინ კაკაჩიამ განაცხადა, რომ მისი პირადი ბლოკნოტი ჩანთიდან მოიპარეს, თუმცა, ადგილზე მყოფი სხვა დამკვირვებლების თქმით, კაკაჩია შეკეტილი იყო ოთახში სხვადასხვა ჩანთებთან ერთად და ის ბლოკნოტიც სწორედ იქ დარჩა, რის შემდეგაც ის მოქალაქემ ანა წითლიძეს მიაწოდა. ანა წითლიძემ ბლოკნოტი მედიის თანდასწრებით დაათვალიერა და იქ საჯარო მოხელეების, კომისიის წევრების, სხვადასხვა პირების საკონტაქტო სია და ასევე, პირადი ნომრები აღმოაჩინა.

დაგვაკავეს, რადგან კარუსელი არ დავუშვით – ანა წითლიძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

პოლიციის განყოფილებიდან გამოსულმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩა, მმართველი პარტია და ადგილობრივი ხელისუფლება გეგმავს, უბნების უმრავლესობაში პროვოკაცია მოუწყონ ენმ-ისა და ოპოზიციის დამკვირვებლებს, რათა ისინი უბნებიდან გამოყარონ.

“მოვუწოდებ ჩვენს დამკვირვებლებს, იბრძოლონ ბოლომდე, არ წამოეგონ პროვოკაციას და არ დაუშვან ხმების გაყალბება”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...