მთავარისიახლეებიპოლიტიკადაგვაკავეს, რადგან კარუსელი არ დავუშვით - ანა წითლიძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

დაგვაკავეს, რადგან კარუსელი არ დავუშვით – ანა წითლიძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი, პარლამენტის წევრი ანა წითლიძე ზუგდიდის ერთერთი უბნიდან პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ანა წითლიძეს ერთერთმა მოქალაქემ გადასცა ბლოკნოტი, რომელიც “ქართული ოცნების” კოორდინატორს თინათინ კაკაჩიას ეკუთვნოდა და სადაც, სიებთან ერთად, სავარაუდოდ, ჩამოწერილი იყო ე.წ. კარუსელის მონაწილეთა ვინაობა.

თინათინ კაკაჩიამ, რომელიც მედიას ემალებოდა და საჯარო სკოლის ერთერთ ოთახში იყო შეკეტილი, პოლიციას შეატყობინა, რომ ბლოკნოტი მოჰპარეს, თუმცა, დამოუკიდებელი და ოპოზიციური პარტიების დამკვირვებელთა თქმით, კაკაჩიას ბლოკნოტი ოთახში დარჩა. იმის გამო, რომ ბლოკნოტი ანა წითლიძეს ჰქონდა, პოლიციამ ანა წითლიძე, თავად თინათინ კაკაჩია და კიდევ რამდენიმე კოორდინატორი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა. ბლოკნოტში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა სია, ასევე უბნების კომისიის წევრების საკონტაქტო ტელეფონების გარდა, პირადი ნომრები იყო დაფიქსირებული, რაც ანა წითლიძემ მედიის წინაშე გაასაჯაროვა.

“დაგვაკავეს მე და ჩემი წარმომადგენელი უბანზე იმის გამო რომ არ დავუშვით კარუსელი. იყავით ფხიზლად უბნებზე და იბრძოლეთ! ყველაფერი იქნება მაგრად, მალე შემოგიერთდებით”, – წერს ანა წითლიძე “ფეისბუქზე”. ანა წითლიძესთან ერთად, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს ასევე დამკვირვებელი ხათუნა შამუგია.

“ჩვეულებრივ სპეცოპერაციას ატარებენ, ეს არ არის არჩევნები”, – აცხადებს ენმ-ის დამკვირვებელი გიორგი ფიფია.

“მთავარი არხის” ცნობით, ზუგდიდის 21-ე უბანზე, მას შემდეგ, რაც ის დაიხურება, პრაქტიკულად არ იქნება ოპოზიციის კომისიის წევრი და დამკვირვებელი, რადგან ყველანი გამოაძევეს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...