მთავარისიახლეებიშოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რიგით მე-8 საერთაშორისო პროექტს მასპინძლობს

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რიგით მე-8 საერთაშორისო პროექტს მასპინძლობს [Video]

Published on

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რიგით მე-8 საერთაშორისო პროექტს მასპინძლობს. ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში კონსორციუმის შეხვედრა იმართება,  რომელსაც ესწრებიან პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ევროპის 4 ქვეყნიდან: ჩეხეთი, ავსტრია, ლიეტუვა და ესპანეთი და ასევე საქართველოს 12 უნივერსიტეტი. კონსორციუმის შეხვედრის ფარგლებში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციაც ჩატარდა. შეხვედრას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი დაესწრო. აღნიშნული პროექტის მიზანია  უნივერსიტეტის როლის გაზრდა რეგიონის განვითარებაში.

როგორც შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს  ერთ სივრცეში რეგიონის უნივერსიტეტების რექტორების დისკუსიას და საკუთარი გამოცდილებების გაზიარებას, მნიშვნელოვანია. 2019 წლიდან პროექტის კოორდინატორია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საერთაშორისო პროექტი რურდი, რომლის ფარგლებშიც ზსუუ 3 დღიან შეხვედრას მასპინძლობს,   ითვალისწინებს არა მხოლოდ ურთიერთგამოცდლების გაზირებს, არამედ ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში  საუკეთესო პრაქტიკების იდენტიფიცირებას სხვადასხვა სეგმენტში კონკრეტული მიმართულებით.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...