მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილს ტელეფონზე წვდომა შეუზღუდეს, დეპუტატებს კი მასთან შეხვედრა აუკრძალეს

მიხეილ სააკაშვილს ტელეფონზე წვდომა შეუზღუდეს, დეპუტატებს კი მასთან შეხვედრა აუკრძალეს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რუსთავის მე-4 ციხეში იმყოფება, ხელისუფლებამ ტელეფონზე წვდომა, კონკრეტულად, ზარების განხორციელების უფლება შეუზღუდა, რაც კანონდარღვევაა, რადგან მიხეილ სააკაშვილი, დღევანდელი მონაცემებით, მსჯავრდებულია.

რაც შეეხება დეპუტატების უფლებას, შეხვდნენ პატიმრებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეცვლილია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის წევრებს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრა აეკრძალათ. მაგალითად, დღეს მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

დღეს ცნობილი გახდა ასევე, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობის განხილვა, მინიმუმ, 10 ნოემბრამდე არ გაიმართება. ადვოკატების განცხადებით, ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების არგუმენტად იმას ასახელებს, რომ განსახილველად განსაზღვრული ვადა არ არსებობს. ადვოკატები ასევე, აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება აბსურდულია და ძალიან კარგად ახსოვთ, რომ პროკურატურის შუამდგომლობებს, მათ შორის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ, 24 საათის განმავლობაში განიხილავდნენ.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...