მთავარისიახლეებისაზოგადოება„დიდი ადამიანები“ - ლიბერთის მხარდაჭერით გურიაში მცხოვრებ უხუცესებზე წიგნი გამოიცემა...

„დიდი ადამიანები“ – ლიბერთის მხარდაჭერით გურიაში მცხოვრებ უხუცესებზე წიგნი გამოიცემა [Video]

Published on

ლიბერთის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში კიდევ ერთი ახალი პროექტი „დიდი ადამიანები“ ხორციელდება. ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი და მწერალი გიორგი კეკელიძე, პროექტის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები უხუცესი ადამიანების შესახებ საინტერესო ისტორიებს, ფოტოსა და ტექსტის საშუალებით გააცნობენ საზოგადოებას.

ფოტოგრაფისა და მწერლის ერთობლივი მუშაობის შედეგად აღმოჩენილ ადამიანებზე ფოტო ამბების ნახვა შესაძლებელი იქნება წიგნში, რომელიც  ლიბერთის  მხარდაჭერით გამოიცემა.

პროექტის მხარდაჭერით ლიბერთი შეძლებს განსხვავებული კუთხით წარმოაჩინოს  და დააფასოს ის  გამორჩეული ადამიანები,  რომლებსაც თავიანთი განსაკუთრებული ისტორია და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ.

პროექტი „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“  სტრატეგიის  და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის  ფარგლებში ხორციელდება. „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგია ითვალისწინებს ნებისმიერ მომხმარებელზე ზრუნვას და ადამიანებთან მარტივ ურთიერთობას.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...