მთავარისიახლეებისამართალი25 წლის ბიჭი მოკლეს, მისი ძმა დაჭრეს - ჩხოროწყუში მომხდარი სისხლიანი გარჩევის...

25 წლის ბიჭი მოკლეს, მისი ძმა დაჭრეს – ჩხოროწყუში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები [Video]

Published on

ჩხოროწყუში გუშინ გვიან ღამით  25 წლის ამირან მორგოშია მოკლეს. დაჭრილია მორგოშიას ძმა, მურთაზ მორგოშია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ხანძკის ცენტრში, ღამის 2 საათზე  მოხდა. ინციდენტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება და გარჩევა უძღოდა.

მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილია გიგა კეკუტია.

არსებული ინფორმაციით, მან მოკლული ამირან მორგოშია და მისი 2 ძმა სოფლის ცენტრში დაიბარა და 15 პირთან ერთად დანით შეიარაღებული დახვდა. ამირან მორგოშიას ჭრილობები მუცლისა და ზურგის არეში დანით აქვს მიყენებული. 25 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, კეკუტია მორგოშიას თავს მანამდეც დაესხა. ის ამირან მორგოშიას სანადირო თოფით მიეპარა და მისი მისამართით გაისროლა, თუმცა მაშინ მორგოშიას ტყვია არ მოხვედრია.

კეკუტია ადგილიდან მიიმალა. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამირან მორგოშია საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...