მთავარისიახლეებისაზოგადოებატელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

Published on

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებებით, კომპანიის კაპიტალის 70%-იანი წილი ჯამში მხოლოდ 700 ლარად გასხვისდა.

ახალი დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილი ოთხ ფიზიკურ პირს შორის თანაბრად, 25-25%-იანი პროპორციით გადანაწილდა:

  • მარიამ ლომიძე — 25%

  • ირაკლი ჩიხლაძე — 25%

  • მაია ჩიგოშვილი — 25%

  • მაგდალინა ანიკაშვილი — 25%

გასხვისების ძირითადი დეტალები:

  • შპს „პრაიმ მედია გლობალმა“ (დირექტორი: ილია მიქელაიშვილი) თავისი 50%-იანი წილი სრულად 500 ლარად გაყიდა.

  • ვასილ კალანდარიშვილმა (ნათია სონღულაშვილის მეშვეობით) თავისი 10%-იანი წილი მაგდალინა ანიკაშვილს 100 ლარად მიჰყიდა.

  • ნათია სონღულაშვილმაც საკუთარი 10%-იანი წილი მაგდალინა ანიკაშვილს სიმბოლურ ფასად, 100 ლარად გადაუფორმა.

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...