მთავარისიახლეებიმსოფლიოარცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

Published on

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები ძალაში დარჩება, სანამ რუსეთი ომს არ შეწყვეტს, და დასძინა, რომ ევროკავშირი ამჟამად სანქციების 22-ე პაკეტზე მუშაობს, პარალელურად კი 2027 წლის განმავლობაში უკრაინის ფინანსურ, საბიუჯეტო და სამხედრო საჭიროებებს განიხილავს.

თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტისა და სანქციების შემსუბუქების დრო არ არის და ვოლოდიმირ ზელენსკის ევროკავშირის წევრობის გზაზე სრული მხარდაჭერა აღუთქვა, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ომის ფონზეც კი კიევი რეფორმების გატარებასა და შედეგების დადებას აგრძელებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით კი, მოსკოვის მხრიდან ომის დასრულების სურვილი არ ჩანს, ამიტომ მათი ნომერი პირველი პრიორიტეტი ზამთრისთვის მომზადებაა, რაც ენერგეტიკულ საჭიროებებთან ერთად, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასა და ფინანსურ უზრუნველყოფას მოიცავს.

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...