მთავარისიახლეებისპორტისაერთაშორისო სკაუტის ორგანიზებით ზუგდიდში ნატალია ოთხმეზურის სახელობის კალათბურთელ გოგონათა კემპი იმართება

საერთაშორისო სკაუტის ორგანიზებით ზუგდიდში ნატალია ოთხმეზურის სახელობის კალათბურთელ გოგონათა კემპი იმართება [Video]

Published on

ზუგდიდის სპორტკომპლექსში დღეს პირველად, საკალათბურთო კემპი გაიმართა. კალათბურთელ გოგონათა მონაწილეობით დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ფართომასშტაბიანი კემპები და გამორჩეულ ახალგაზრდებს გზას ამერიკისა და ევროპისკენ გაუხსნის. ნატალია ოთხმეზურის სახელობის საკალათბურთო კემპის ორგანიზატორია საერთაშორისო სკაუტი ლაშა ფარღალავა, რომელიც ამერიკაში, კერძოდ ბრუკლინში მოღვაწეობს და სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში, რომ ამ შეხვედრას ნატალია ოთხმეზურთან ერთად ზუგდიდში დასწრებოდა.ნატალია ოთხმეზური პირველი ქართველი კალათბურთელი გოგონაა, რომელიც საკალათბურთო კარიერას ამერიკაში განაგრძობს, . ახალგაზრდა კალათბურთელი „კასპერს კოლეჯის“ სრული სტიპენდიანტია. ქართულ ქალთა კალათბურთის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკული კოლეჯი ქართველი კალათბურთელით დაინტერესდა. ოთხმეზურის თქმით, საქართველოში ქალთა კალათბურთი არაა პოპულარული, შესაბამისად ხელშეყობაც ნაკლებადაა და განვითარების ნაკლები პერსპექტივაა, ამიტომაც მისი პოპულარიზაციისთვის ასეთი კემპების გამართვა, თანაც რეგიონებში, მნიშვნელოვანია.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...