მთავარისიახლეებისაზოგადოებაადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა განვითარების ინკლუზიური მიდგომებით - შეხვედრა ზუგდიდში

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა განვითარების ინკლუზიური მიდგომებით – შეხვედრა ზუგდიდში [Video]

Published on

ორგანიზაცია Action Against Hunger ანხორციელებს პროექტს „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა განვითარების ინკლუზიური მიდგომებით“. პროექტის მიზანია: ქალების, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი პირების ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივი განვითარებისთვის, გადაწვეტილების მიღების პროცესებსა და სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერაში. პროექტი ამ შედეგის მიღწევას გეგმავს თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მიდგომების (CLLD) დანერგვით და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ჩამოყალიბებით (LAG)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს CLLD მიდგომის მთავარ,გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, რომელიც დაკომპლექტებულია საჯარო, კერძო
და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაგან. LAG -ი ასევე პასუხისმგებელია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე, სტრატეგიასთან შესაბამისობაში მყოფი განაცხადების შეფასებაზე და სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული სოციალური და კომერციული იდეების დაფინანსებაზე. ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები გაივლიან ტრენინგს ახალი მიდგომის შესახებ და მიიღებენ სხვადასხვა სახის სასწავლო გამოცდილებას სემინარების, საერთაშორისო სასწავლო ტურებისა და შეხვედრების გზით.
პროექტი აგრეთვე მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ქალთა ეკონომიკური ჩართულობა და ლიდერობა (WEEL)
ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური ჩართულობა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...